ჟურნალის შესახებ
ადამიანის მოქმედების ყველა სფეროში ადგილი აქვს ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებას, რაც წინ მიიწევს პროგრესი, მით მეტად ვლინდება ეკოლოგიური პრობლემები და იქმნება სირთულეები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებების მრავალფეროვნება, რომელიც აერთიანებს ისეთ სფეროებს როგორიცაა:
1. ლანდშაფტები და სასურსათო ეკოლოგია;
2. ფიზიკურ-ქიმიური და კოსმოსური ეკოლოგია;
3. ბიოსამედიცინო ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
4. ენერგეტიკა;
5. შავი ზღვის ეკოლოგია;
6. ტურიზმი და სულიერი სამყაროს ეკოლოგია;
7. ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება.
ჟურნალის ენა არის ქართული, რომელიც 2 წელში ერთხელ გამოიცემა.