გეოგრაფიული ეკოლოგიის აქტუალური საკითხები

Main Article Content

ნოდარ ელიზბარაშვილი

ანოტაცია

უკანასკნელ ათწლეულებში გეოგრაფიის განვითარების რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა, რაც უკავშირდება გლობალური და რეგიონული პრობლემატიკის სივრცე-დროითი კვლევის აქტუალურ საკითხებს, დარგობრივი გეოგრაფიული მეცნიერებების ინტეგრირებას და გეოგრაფიული მეცნიერების გამოყენებით მნიშვნელობას.
ამგვარ ტენდენციათა მკაფიო მაგალითებია: გეოინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება, სივრცითი დაგეგმარების გეოგრაფიული საფუძვლების მომზადება, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეურნეო პროექტების ეკოლოგიური საიმედოობა, მთიანი რეგიონების ათვისება და გეოეკოლოგიური გამოწვევების პრევენცია, კლიმატის ცვლილების სექტორული გამოწვევები, დემოგრაფიული პრობლემები, რეგიონული განვითარების ჰარმონიზაცია და სხვ.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის სამეცნიერო პროცესები, რომლებიც უკავშირდება გეოგრაფიის სოციოლოგიზაციას, ჰუმანიზაციას და ეკოლოგიზაციას. ამგვარ პროცესებს მოჰყვა ის, რომ გეოგრაფიულ მეცნიერებაში მყარად მოიკიდა ფეხი ისეთმა მიმართულებამ, როგორიცაა გეოგ-რაფიული ეკოლოგია ანუ გეოეკოლოგია.

საკვანძო სიტყვები:
ინტეგრაციული გეოგრაფია, ეკოლოგია, ლანდშაფტი, გეოგრაფიული ჯაჭვი
გამოქვეყნებული: Nov 19, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
გეოეკოლოგია