მცირე ქალაქების ატმოსფერული ჰაერის მიკროაეროზოლებით დაბინძურების შეფასება ექსპერიმენტული გაზომვების მონაცემებით

Main Article Content

ნათია გიგაური
ალექსანდრე სურმავა
ვეფხია კუხალაშვილი
ლიანა ინწკირველი

ანოტაცია

ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი გა­ზომ­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ფა­სე­ბუ­ლია ქა­ლაქ ბა­თუ­მის ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში გაბ­ნე­უ­ლი მიკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბის PM2.5 და PM10-ის  კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი. ეს მცი­რე ზო­მის ნა­წი­ლა­კე­ბი მე­ტად სა­ში­შია ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის, რად­გან ისი­ნი ად­ვი­ლად აღ­წე­ვენ ადა­მი­ან­თა ორ­გა­ნიზ­მში და იწ­ვე­ვენ სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბებს. ამი­ტომ, ურ­ბა­ნუ­ლი არე­ე­ბის დაც­ვა მიკ­რო­ა­ე­რო­ზო­ლუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა­გან მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ლო­გი­ურ ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს.  ამ მიზ­ნით ქა­ლაქ ბა­თუმ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში მო­ბი­ლუ­რი აპა­რა­ტით Aeroqual Series 500 ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი გა­ზომ­ვე­ბი და გან­საზ­ღვრუ­ლია ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში გაბ­ნე­უ­ლი PM2.5 და PM10-ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი. გა­მოვ­ლე­ნი­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბის უბ­ნე­ბი, ატ­მოს­ფე­რო­ში PM2.5 და PM10-ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­თა ცვლი­ლე­ბის დი­ა­პა­ზო­ნი. იმ დღე­ე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, რო­დე­საც სა­შუ­ა­ლო დღი­უ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია აღე­მა­ტე­ბა ზდკ-ას, იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას და­ვას­კვნათ, რომ ქა­ლა­ქი ბა­თუ­მი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის სი­სუფ­თა­ვის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­კუთ­ვნოთ სუს­ტად და­ბინ­ძუ­რე­ბულ ქა­ლა­ქე­ბის კა­ტე­გო­რი­ას.  ქა­ლა­ქის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის და ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გა­ი­ზარ­დოს  ქა­ლაქ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პუნ­ქტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამ მიზ­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს, ევ­რო­პა­ში და­ნერ­გი­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა­თა ხში­რი  და­ბალ­ფა­სი­ა­ნი  სენ­სო­ნუ­რი ქსე­ლე­ბი.

საკვანძო სიტყვები:
მიკროაეროზოლები, ატმოსფეროს დაბინძურება, ექსპერიმენტული გაზომვები, კონცენტრაცია
გამოქვეყნებული: Nov 19, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
გეოეკოლოგია