განახლებადი ენერგია და გარემოს დაცვა: იაპონიის გამოცდილება JFNR (Japanese Framework for New Renewables) კონტექსტში
Main Article Content
ანოტაცია
განახლებადი ენერგიის განვითარება თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და კლიმატის ცვლილების შემსუბუქების ერთ‑ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია იაპონიის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესები JFNR (Japanese Framework for New Renewables) კონცეპტუალური ჩარჩოს ფარგლებში. კვლევა მოიცავს იაპონიის განახლებადი ენერგიის სტრუქტურულ თავისებურებებს, მათი განვითარების შედეგად წარმოქმნილ ეკოლოგიურ ეფექტებსა და ტექნოლოგიური ინოვაციების როლს ენერგეტიკული სისტემის დეკარბონიზაციის პროცესში. ანალიზი ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და მათ სისტემურ შეფასებას.