ქარისმიერი ტალღების მოდელირების სისტემა შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია SWAN ტალღურ მოდელზე დაფუძნებული ქარით აღძრული ზედაპირული ტალღების მოდელირების სისტემა შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის. SWAN მოდელს საფუძვლად უდევს ტალღური ენერგიის ბალანსის სპექტრალური განტოლების ამოხსნა სასრულ-სხვაობითი მეთოდის გამოყენებით. მოდელში შემავალი მონაცემებია ქარის სიჩქარე და მიმართულება ზღვის დონის ზემოთ 10 მ სიმაღლეზე, ზღვის ფსკერის რელიეფი, ხოლო გამომავალი ინფორმაციაა ტალღის სიმაღლე და მიმართულება. გამოთვლები ხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე ტალღური მოდელის რეალიზაცია ხორციელდება მთლიანად ზღვის აუზისათვის. ამ ეტაპზე მიღებული გამოთვლის შედეგები გამოიყენება სასაზღვრო პირობის სახით თხევად საზღვარზე მეორე ეტაპისათვის - შავი ზღვის განაპირა აღმოსავლეთ რეგიონისათვის, რომელიც მოიცავს საქართველოს სექტორს და მიმდებარე აკვატორიას. ასევე, მეორე ეტაპზე მიღებული შედეგების გამოყენება ხდება მესამე ეტაპისთვის, რომელიც მოიცავს ბათუმი-ფოთი-ანაკლიის აკვატორიას. ილუსტრაციის მიზნით სტატიაში მოყვანილია ზოგიერთი გამოთვლის შედეგი.