შიგაწვის ძრავების მიერ ჰაერის დაბინძურების ბუნებრივი წყაროებიდან გარემოში გამოყოფილი ტექნოგენური მტვრის და ხელოვნური წარმოშობის მტვრისმაგვარი ნაწილაკებისაგან ატმოსფერული ჰაერის ნაწილობრივი გაწმენდის ეფექტი
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში გამახვილებულია ყურადღება რომ, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ტრანსპორტი, გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, წარმოადგენს გარემოს ერთ-ერთ დამბინძურებელს. შიგაწვის ძრავას მუშა პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე, ასეთი ტრანსპორტი, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, პერსპექტივაში შეიძლება განხილულ იქნას როგორც არა მხოლოდ გარემოს დამბინძურებელ, არამედ როგორც დამსუფთავებელ საშუალებად. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის გარკვეული ნაწილი მტვერთან და მყარ ნაწილაკებთან ერთად გადის შიგაწვის ძრავების კვების სისტემის ფილტრებში და ამ ნაწილაკების დიდი ნაწილის ჰაერიდან გამოყოფა-დალექვა ხდება მფილტრავ ელემენტებზე, ხოლო ნაწილი იწვება ძრავაში. ამასთან, ვინაიდან შიგაწვის ძრავას გამონაბოლქვი აირების სახით გააჩნია აუთვისებელი სიმძლავრე, საერთო სიმძლავრის 25-27 %-ის ოდენობით, გარკვეული საინჟინრო გადაწყვეტებით შესაძლებელია ამ სიმძლავრის გამოყენება ავტომობილის გარემომცველი ჰაერის მყარი ნაწილაკებისაგან გასასუფთავებლად, რაშიც იგულისხმება ნამუშევარი აირების გამომშვებ სისტემაზე ეჟექტორული კვანძებისა და დამატებითი ფილტრების მოწყობა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონში არსებული ჰაერის ძრავაში იძულებითი მიწოდებით შესაძლებელია ალერგიული და ვირუსული ბაქტერიებით დაბინძურების პრევენცია.