წესრიგი, ქაოსი, თვითორგანიზაცია და სინერგეტიკა
Main Article Content
ანოტაცია
თერმოდინამიკის კანონების დასაბუთება და მათი კავშირი ცალკეული ნაწილაკების მოძრაობის კანონებთან მოცემულია სტატისტიკურ ფიზიკაში. სამწუხაროდ შექცევად პროცესთა სტატისტიკური თეორია არ შეიცავს საკუთრივ შეუქცევადობის ფიზიკას, რომელიც დაკავშირებულია მექანიკური ენერგიის არამექანიკურში გარდაქმნასთან. შეუქცევადობის პრობლემა მიმზიდველია სამეცნიერო კუთხით, რამდენადაც ჩვენ ვიცით მეცნიერების ორი დარგი, რომლებშიც მიუღებელია ნიუტონისა და ჰამილტონის მექანიკა: ეს არის დიდი სიჩქარეების არე, სადაც მოქმედებს ფარდობითობის თეორია და მიკროსამყაროს არე, რომელშიც ფუნქციონირებს კვანტური მექანიკა. სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება მოცემული ნაშრომი.