მძიმე მეტალები და მათი ტოქსიკური ეფექტები (მიმოხილვა)
Main Article Content
ანოტაცია
მძიმე მეტალები (რკინა, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი, სელენი) მონაწილეობს ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებში და განსაზღვრული რაოდენობით აუცილებელია ადამიანის, ცხოველისა და მცენარის ცხოველმოქმედებისათვის. სიცოცხლის ყველა ფორმა, იქნება ეს მიკროორგანიზმები, მცენარეები თუ ცხოველები მძიმე მეტალების ტოქსიკური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. მკვლევარების მიერ დადგენილი იქნა, რომ მძიმე მეტალებს შეუძლიათ მიკრობული პოპულაციების შეცვლა. მძიმე ლითონებით მოწამვლა შეიძლება მოხდეს დაბინძურებული სასმელი წყლისგან (ტყვიის მილები), გამოსხივების წყაროებთან ახლოს ატმოსფერულ ჰაერში მათი მაღალი კონცენტრაციის, ან კვებითი ჯაჭვის მეშვეობით.