საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე დაფუძნებული ადჰეზიური კომპოზიტები
Main Article Content
ანოტაცია
გარემოს დაცვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურებისაგან განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში უნდა იყოს თითოეული ადგილობრივი საზოგადოების წევრის, და გარკვეულწილად, მთელი კაცობრიობის პასუხისმგებლობა. წინამდე-
ბარე ნაშრომი მიზნად ისახავს ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალების მიღებას შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაგროვილი პლასტმასისა და რეზინის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბაზაზე. აღნიშნული მიდგომა იძლევა შესაძლებლობას, მავნე ნარჩენები გარდაიქმნას სასარგებლო და ფუნქციურ პროდუქტად. მიღებულია ახალი სამშენებლო მასალები, რომლებიც დამზადებულია მინის, პლასტმასისა და რეზინის ნარჩენებისა და ადჰეზიური ცემენტების საფუძველზე. შედეგად, პირველად იქნა მიღებული ეკოლოგიურად უსაფრთხო პოლიმერული კომპოზიტები. აღნიშნული კომპოზიტები შეიძლება გამოყენებულ იქნას სამშენებლო მასალებში, მხატვრულ-დეკორატიულ საფარებში და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში. კომპოზიტური მასალებისთვის შესწავლილია შემდეგი მახასიათებლები: წყლის შთანთქმა, სიმტკიცე წყვეტაზე და კუმშვაზე, დარტყმითი სიბლანტე, ფიზიკურ-მექანიკური და თერმული თვისებები, ზედაპირის სუპრამოლეკულური სტრუქტურა სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპიის (SEM) გამოყენებით. ასევე შეფასებულია ტექნოლოგიური პარამეტრები, როგორიცაა გამყარების დრო და დამუშავებადობა.