წყლისა და სითხეების დეკონტამინაცია ინოვაციური მეთოდით
Main Article Content
ანოტაცია
წყალი სიცოცხლის უნარიანობის წყაროა. სუფთა წყალი ადამიანის კეთილდღეობის ერთ-ერთი წინაპირობაა და მისი დაბინძურება საფრთხის ქვეშ აყენებს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას. ასევე ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს ქლორით გაწმენდილი სასმელი წყალი. ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტის მკლებარების მიერ შექმნილია ქლორის და სხვა ქიმიური რეაგენტების გარეშე სითხეებს გაწმენდის ინივაციური მრავალკომპონენტიანი მოდულის (დმმ) ლაბორატორიული მოდელი და მიღებულია შესაბამისი პატენტი p 20135987 B.
მოდულის ეფექტურობის შესწავლა ჩატარდა ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ს/კ ცენტრის ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავის ბაზაზე. კვლევის ობიექტად შერჩეულ იქნა სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიების გამომწვევი ბაქტერიების შტამები: S. aureus - 25923, E. coli - 25922, Ps.aeruginiosa-7853, E. hirae - 10541, B. cereus - 4342, B. anthracis СTИ.
ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა მოდულის თვალსაჩინო ეფექტურობა ზემოთ აღნიშნული პათოლოგიური მიკროორგანიზმების მიმართ. მოდულის მეშვეობით მოხდა მასში გატარებული დაბინძურებული სითხეების დეზინფექცია. საყურედღებოა ის ფაქტიც, რომ აპარატში გატარებული სუფთა სითხეები (წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი) თავის მხრივ იძენენ მიკროორგანიზმებზე ბიოციდური მოქმედების თვისებას.
შესაბამისად, წარმოდგენილი კომპლექსური მოდულის მეშვეობით შესაძლებელია როგორც სუფთა სასმელი წყლის მიღება, ასევე სხვადასხვა ბაქტერიებით დაბინძურებული სითხეების დეზინფექცია.