ბუნებრივ გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების ეკოლოგიური პრობლემები მთიან აჭარაში
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე პერიოდში ბუნებრივ საწარმოო ძალებზე მოთხოვნილების გაზრდამ გამოიწვია გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების მასშტაბების ამაღლება, რომელიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ბუნებრივი კომპლექსების მდგრადობასთან და ადგილი აქვს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მთიან რაიონებში, მათ შორის მთიან აჭარაშიც, რომელიც რეგიონისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, საკითხი საჭიროებს კომპლექსურ შესწავლას, გამომწვევი მიზეზების დადგენასა და პრევენციული ღონისძიებების დასახვას. კვლევაში შეფასებულია მთიანი აჭარის ბუნებრივი გარემოს მდგრადობის ძირითადი მახასიათებლები, სამეურნეო საქმიანობის თავისებურებები და მასთან დაკავშირებული გეოეკოლოგიის საკითხები. გარკვეულია სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების სივრცობრივი თავისებურებები და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრინციპების გათვალისწინებით დასახულია რეგიონის მდგრადი განვითარების მიმართულებით რეკომენდაციები.