საქართველოს დემოგრაფიული და ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევები

Main Article Content

ნანა ბერძენიშვილი

ანოტაცია

ნაშ­რო­მი გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს. კვლე­ვის მი­ზა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის, ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის, ში­და მიგ­რა­ცი­ი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სივ­რცი­თი გა­ნა­წი­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის ანა­ლი­ზი. ნაშ­რომ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია აღ­წე­რი­თი და შე­და­რე­ბი­თი კვლე­ვის მე­თო­დე­ბი, ხო­ლო ემ­პი­რი­ულ სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო აღ­წე­რის 2024 წლის კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში გრძელ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია ურ­ბა­ნულ და­სახ­ლე­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­ში, რაც ერ­თდრო­უ­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ზრდას და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უთა­ნას­წო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი და­ბე­რე­ბა, მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა რჩე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვე­ბად. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ხაზს უს­ვამს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი და ურ­ბა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

საკვანძო სიტყვები:
დემოგრაფია, ურბანიზაცია, მოსახლეობის აღწერა, მიგრაცია, აღწარმოება
გამოქვეყნებული: Nov 19, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სულიერების ეკოლოგია