შავი ზღვის სეისმური მოვლენები და მათი გეოეკოლოგიური საშიშროების ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
განიხილება: შავი ზღვის აუზის გეოდინამიკის პარამეტრები, რელიეფის მდგომარეობა, განვითარების ტენდენცია, პროგნოზი, ათვისება და დაცვის ღონიძებები;
დაფიქსირებულია: პლანეტის უძლიერი სეისმური მოვლენების გეოეკოლოგიური შედეგები, განსაკუთრებით - შავი ზღვისპირა რეგიონის კავკასიისა და საქართველოს სექტორის მიწისძვრებთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები;
შემუშავებულია: მოსალოდნელი სეისმური მოვლენებით გამოწვეული გარემოს ნეგატიური შედეგების სალიკვიდაციო საინჟინრო ღონისძიებები.
ბუნების სტიქიური მოვლენებს, როგორც წესი, შთამბეჭდავი მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი მოაქვთ. ამ მხრივ, აღსანიშნავია აკვატორიებთან დაკავშირებული მიწისძვრები და მათ მიერ გენერირებული - განსაკუთრებული ხიფათის შემცველი მოვლენები - ცუნამი, მეწყრები, ქვათაცვენა, ნაპირების აბრაზია, პლაჟის ზოლის წარეცხვა და სხვ.