ცირკულაციური რეჟიმის ძირითადი თავისებურებანი და მათი გავლენა ნავთობის აფსკის გავრცელებაზე შავი ზღვის საქართველოს სექტორსა და მიმდებარე აკვატორიაში

Main Article Content

დ. დემეტრაშვილი
ვ. კუხალაშვილი
დ. კვარაცხელია
ა. სურმავა

ანოტაცია

გამოთვლითი ექსპერიმენტების საფუძველზე გამოკვლეულია შავი ზღვის განაპირა აღმოსავლეთ აკვატორიაში მიმდინარე ცირკულაციური პროცესების ზოგიერთი ძირითადი თავისებურება და მათი ზეგავლენა ზღვის ზედაპირზე ავარიულად დაღვრილი ნავთობის აფსკის გავრცელებაზე. გამოთვლითი ექსპერიმენტები ჩატარებულია მოდელირების სისტემის საფუძველზე, რომელიც შედგება ზღვის დინამიკის რეგიონული მოდელისა და მასთან შეწყვილებული მინარევების გავრცელების არასტაციონარული მოდელებისაგან.

საკვანძო სიტყვები:
შავი ზღვა, ცირკულაციური პროცესები, ნავთობის აფსკი, მათემატიკური მოდელირება
გამოქვეყნებული: Sep 19, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
ფიზიკურ-ქიმიური და კოსმოსური ეკოლოგია