ინფორმაციული ტექნოლოგიები და სტატისტიკური მეთოდები იმიტაციურ მოდელირებაში
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში აღნიშნულია, რომ ფსევდოშემთხვევით თანაბრად განაწილებულ რიცხვებს ყოველთვის სჭირდებათ რაიმე ტესტის გავლა, რათა მიღებულ იქნას შემთხვევითი რიცხვების ნამდვილი მიმდევრობა. გამოყენებულია ძირითადად ფსევდოშემთხვევითი თანაბრად განაწილებული რიცხვების შემოწმების სხვადასხვა ტიპები.
მეთოდის დადებით თვისებას წარმოადგენს: მისი სიზუსტე და საანგარიშო ცხრილების თავიდან აცილება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება იმიტაციური პროგრამირების ენებში, რაც გამორიცხავს მეხსიერების დაკავებას და ზედმეტი სამუშაოს შესრულებას, ასევე ნებისმიერი განაწილების კანონის მქონე შემთხვევითი რიცხვების გენერაცია, ნებისმიერი სიზუსტის მიღება ინტერვალის რიცხვის გაზრდით, საჭიროა მხოლოდ ერთი შემთხვევითი რიცხვი და მარტივი გარდაქმნის ჩატარება. აგრეთვე ხდება ელექტრონულ გამომთვლელი მანქანის მიერ გენერირებული შემთხვევითი რიცხვების მათემატიკური მოლოდინის შეფასება.
საშუალო ინტეგრალურ და საშუალო ართმეტიკულ მათემატიკური მოლოდინის შეფასებას ვაწარმოებთ დისპერსიათა მნიშვნელობების შედარებით, იმ დაშვებით, რომ რაც მცირეა დისპერსია, მით უფრო ზუსტია შეფასება. აქედან გამომდინარე, კორელაციური ფუნქციის სახე, გავლენას ახდენს საწყისი ინტერვალის სიგრძეზე და მათემატიკური მოლოდინის შეფასების დასაშვებ მნიშვნელობაზე.