სამხრეთამერიკული მენაღმე ჩრჩილის (Tuta absoluta) გავრცელება იმერეთის რეგიონში და მისი განადგურების ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდები
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში მოცემულია პომიდორის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის (Tuta absoluta) გავრცელება, ბიოეკოლოგია და მის წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიების გამოყენება. მავნებელი ხასიათდება მაღალი რეპროდუქტიული პოტენციალით. შესაძლებელია წელიწადში 10-12 თაობის განვითარება. ბიოლოგიურ ციკლს ასრულებს 29-38 დღეში და დამოკიდებულია გარემო პირობებზე. გამოჩეკის შემდეგ ლარვა აღწევს პომიდვრის ნაყოფში, ფოთლებში ან ღეროში, სადაც იკვებება და ვითარდება. მავნებელის პირველი გამოჩენისთანავე უნდა მოხდეს რეაგირება, მისი სწრაფი გავრცელებისა და დასახლების სიმჭიდროვიდან გამომდინარე შესაბამისი ბრძოლის ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების (ინტეგრირებული აგროტექნიკური, სანიტარულ–ჰიგიენური, ბიოტექნიკური, ბიოლოგიური) ღონისძიებების განხორციელება.
საკვანძო სიტყვები:
პომიდორი, მავნე მწერი, ჩრჩილი, ფერომონები, ორგანიკა, ინსექტიციდები
გამოქვეყნებული:
Sep 19, 2020
Article Details
გამოცემა
სექცია
ბიოსამედიცინო ეკოლოგია
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)