რა შეუძლია ეკოლოგიაში გენეტიკას?
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია ამ დროს აპრობირებული და სავარაუდოდ დამუშავებული უახლესი მეთოდები დაავადებებიდან დაცვისა და ახალი სახეობების შენახვა-გადარჩენისა, გენეტიკაში ათვისებული მეთოდებით. შედარებით ახალ ეკოლოგიას დიდი იმედები აქვს კიდევ უფრო ახალი მეცნიერებისაგან, როგორიცაა ახლადშობილი გენეტიკა - მეცნიერება, რომლისაგანაც ყველა ბევრს ელის. მაგალითად, რიგი ეკიოლოგიური და აგროეკოლოგიური პრობლემებისა, რომლების გადაჭრაში დიდი იმედები ДНК-ტექნოლოგიებზე ემყარებოდა, კომპლექსური ხასიათისაა. მათ რიცხვს ეკუთვნის ნიადაგების ნაყოფიერების პრობლემა. ამ მიზნებისათვის სასუქების გამოყენება არ იძლევა სასურველ შედეგებს, ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, აზოტური სასუქების სინთეზი მიმდინარეობს ძვირადღირებული ენერგოტევადი პროცესების თანხლებით. მეორეც, სათანადო კონცენტრაციების შესაქმნელად ნიადაგში სასუქები შეაქვთ ჭარბი კონცეტრაციებით და ისინი ირეცხებიან და წყალსატევების დაჭუჭყინებას იწვევენ. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა შემუშავდეს აზოტის ბიოლოგიური ფიქსაციის საშუალებები. ამ ამოცანის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტია შესაძლებელი: თავისუფლად მცხოვრები აზოტ - მშთანთქმელი ბაქტერიების გამოყენება; ანდაც აზოტფიქსაციის უნარის მქონე ფერმენტის - ნიტროგენაზის წარმოებაში გამოყენება ამიაკის წარმოებისას; ბუნებრივი აზოტფიქსირებადი ბაქტერიების ეფექტურობს ზრდა, მათი შეყვანა კულტურულ მცენარეებში და ასე შემდეგ. მართალია, წინასწარ უნდა იქნეს ჩატარებული სამუშაოები სიმბიოტური ურთიერთობების კვლევისა, ნიტროგენაზის დაცვისა ჟანგბადის ზემოქმედებისაგან და მისი გაშიფვრისა და ასე შემდეგ. ასეთი ფუნდამენტური ამოცანების გადაჭრისთანავე მოსალოდნელია გენური ინჟენერიის დახმარება.