მეთხეობის პროდუქციის წარმოების პერსპექტივები ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის შემოგარენში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია მეთხეობის დარგის ზოგადი მიმოხილვა. განხილულია მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო მერძეული ჯიშები: ზაანენი და ალპური თხები. მათი ზრდაგანვითარების თავისებურებანი, ჯიშების სტანდარტის მონაცემები და საქართველოს პირობებში მათი ადაპტაციის და მოვლა-მოშენების პერსპექტივები. ვსაუბრობთ საქართველოში მეთხეობის დარგის მდგომარეობაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში და დღევანდელი მდგომარეობით. იმისათვის, რომ დავადგინოთ, რამდენად მიზანშეწონილი და რენტაბელურია ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ჯიშების მოშენება, შევისწავლეთ ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის შემოგარენში არსებული ზაანენის და ალპური ჯიშის თხის ფერმებში შემოყვანილი და იქ მოშენებული სულადობის მდგომარეობა, ზრდა-განვითარების თავისებურებანი, კვება, ნაყოფიერება, დაავადებებისადმი მდგრადობა და სხვ. დასასრულს ვაკეთებთ დასკვნას, რომ შემოყვანილმა სულადობამ ნორმალურად გაიარა ადაპტაცია და შესაბამისი პირობების შექმნისას მათი პროდუქტიულობა და ნაყოფიერება სავსებით დამაკმაყოფილებელი იქნება, ხოლო მათგან მიღებული პროდუქტები კი ძალიან საჭირო, დროული და სასარგებლო ჩვენი მოსახლეობისათვის.