COVID-19-ს ეპიდემია. რითი აშინებს იგი თანამედროვე მსოფლიოს?!

Main Article Content

სტ. უკლება
ლ. გვეტაძე

ანოტაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს, ახალი კორონავირუსის (Covid19) ეპიდემიური აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. გამომწვევი არის Sars-cov-2, რომლის იდენტიფიცირება მოხდა ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, 2019 წლის დეკემბერში. ჯანმო მიიჩნევს, რომ ეს არის პანდემია, რომლის კონტროლიც შესაძლებელია.


როგორც ცნობილია, პანდემიის გამოცხადება განგაშის უმაღლესი დონეა.პანდემიად ფასდება ახალი ინფექცია, რომელიც სწრაფი ტემპით გლობალურად ვრცელდება. პანდემიის დროს ეპიდემია ფიქსირდება რამდენიმე ქვეყანაში ან/და კონტინენტზე. პანდემიას, როგორც წესი, არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რამდენად მძიმე და საშიშია დაავადება. ეს არის ახალი პათოგენის აფეთქება,რომელიც მსოფლიოში ვრცელდება. პანდემიისაგან განსხვავებით ეპიდემია არის სიტუაცია, როცა დაავადების აფეთქება უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ის მაინც ლოკალურად მიმდინარეობს ამათუ იმ ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

საკვანძო სიტყვები:
ახალი კორონავირუსი Covid-19
გამოქვეყნებული: Sep 19, 2020

Article Details

გამოცემა
სექცია
ბიოსამედიცინო ეკოლოგია