სასიცოცხლო სივრცე: ფილოსოფიური ურბანისტიკის ეკოეთიკური პარადიგმა
Main Article Content
ანოტაცია
21-ე საუკუნე აღიარებულია ეკოლოგიური პრობლემების საუკუნედ. თუ კი ეკოლოგია განვითარების საწყის სტადიაში მიეკუთვნებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სისტემას, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გარემოს ინტენსიურმა ათვისებამ გამოიწვია ბუნებაში არსებული წონასწორობის რღვევა, იქმნება სხვადასხვა ეკოლოგიური მიმდინარეობები და სკოლები, ხდება ეკოლოგიური მეცნიერების ჯერ დიფერენციაცია, შემდეგ ინტეგრაცია მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან. შესაბამისად, დღეს საუბრობენ კაცობრიობის ეკოლოგიაზე, გლობალურ ეკოლოგიაზე, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კოსმიურ, სამედიცინო ეკოლოგიაზე და ა. შ.
საკვანძო სიტყვები:
სასიცოცხლო სივრცე, ფილოსოფიური ურბანისტიკა, ეკოეთიკური პარადიგმა
გამოქვეყნებული:
Sep 19, 2020
Article Details
გამოცემა
სექცია
სულიერი სამყაროს ეკოლოგია
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)