ბუნება და სულიერი სამყაროს ეკოლოგია
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე ეტაპზე სრულყოფილებისაკენ სწრაფვამ დღის წესრიგში დააყენა ადამიანის სულიერი სამყაროს შესწავლის საკითხი. ერთის მხრივ მასში იგულისხმება ისიც, ადამიანი დაფიქრდეს იმაზე, რომ ჩვენი პლანეტის ბუნებრივი რესურსები არ არის უსასრულო და ბუნება როგორც ღვთის მიერ ქმნილი მატერიალური სამყარო, დადებით-უარყოფითის ერთიანი სუბსტანციაა. ადამიანი იმდენადაა ეკოლოგიური, რამდენადაც ის ახლოსაა ბუნებასთან, პირველ ქმნადობასთან, ემპირიული სინამდვილე წინსწრებაა ბუნებაში არსებული ობიექტური რეალობისა. ჰარმონია სულისა მისი ბუნებრიობის რეზულტატი.
სამყარო, ხომ სრულყოფილი ციკლის მარადიული განმეორებაა. ამიტომ ჭეშმარიტების ფორმები შეიძლება შეიცვალოს, ხოლო არსი კი იგივე რჩება. დილემა ყოველთვის იქნება ადამიანის ბუნებასთან ურთიერთჰარმონია თუ ურთიერთდაპირისპირება? დარწმუნებული ვარ კაცობრიობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და აირჩევს სრულყოფილებისაკენ მიმავალ გზას, კეთილ ქმედებას, ანუ სულის ეკოლოგიურობას. რა არის სულის ეკოლოგია? სულის ეკოლოგია ანუ ეკოლოგიზაცია სულისა, ესაა ადამიანის მარადიული სწრაფვა კეთილქმედებისა და ჭეშმარიტებისაკენ, ანუ სიკეთისა და ჰარმონიულობისაკენ.
ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და სამყაროს გადარჩენისათვის ზრუნვა ერთიანი უნივერსალური ხასიათისაა და მოიცავს სულის ეკოლოგიურობისაკენ სწრაფვასა და რეალიზაციას.