მასობრივი ტურიზმი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე - გზა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური წარმატებისკენ თუ ეკოლოგიური პრობლემა
Main Article Content
ანოტაცია
ტურიზმის სფერო მსოფლიოში და საქართველოშიც უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს და ხასიათდება მზარდი და დინამიკური განვითარებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია დაცულიტერიტორიების ტურისტული პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების შესაძლებლობების შესწავლა და კვლევა. დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის მდგრადი განვითარება ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ პრობლემურ საკითხად რჩება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მასობრივი ტურიზმის განვითარების შესაბამისობა და მისი გავლენა დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოლოგიაზე. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის ზრდის და ფინანსური შემოსავლების ანალიზის შედეგად იკვეთება გარკვეული დისჰარმონია და არათავსებადობა. მიუხედავად იმისა, რომ დაცულ ტერიტორიებს აქვს ტურიზმის დიდი საექსპორტო პოტენციალი, მან შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფერობნებას, ეკოლოგიური უსაფრთხოებას, ბუნებრივი რესურსების ფინანსური პოტენციალის შენარჩუნებას და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას.