აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი მდინარეების ეკობიოქიმიური მდგომარეობა და მათი კლასიფიკაცია ჰიდროქიმიური ინდიკატორების მიხედვით

Main Article Content

ლ.უ. შავლიაშვილი
ე.მ. ბაქრაძე
გ.პ. კუჭავა
გ.ი. კორძახია

ანოტაცია

კვლევის სუბიექტებად შერჩეულია მდინარები მტკვარი, ლიახვი, არაგვი, იორი, ალაზანი, ხრამი, მაშავერა, კაზრეთულა, ფოლადაური, რომლებიც წარმოადგენენ აღმოსავლეთ საქართველოს ძირითად წყლის არტერიებს და ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებიც იმყოფებიან გარკვეუ-ლი ანთროპოგენული დატვირთვის ქვეშ. ნაშრომში მოყვანილია ამ მდინარეების გარემოსდაცვითი შეფასება 2012 – 2021 წწ. საანალიზო ნიმუშებში განისაზღვრა ჰიდროქიმიური პარამეტრები (ბიოგე-ნური ელემენტების ბუნებრივი ფორმები, მძიმე მეტალები, ძირითადი იონები) და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები (pH, ტემპერატურა, ელექტროგამტარობა, მარილიანობა, DO-წყალში გახსნილი ჟანგბა-დი). მიღებული შედეგების საფუძველზე შეფასდა მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა. შემოთავაზებული განტოლებისა და ინტეგრალური ქიმიური მაჩვენებლების გამოყენებით (წყლის ჩარჩო დი-რექტივა-2000/60/EC გათვალისწინებით) განისაზღვრა თითოეული მდინარის წყლის ხარისხის კლასიფიკაცია. უნდა აღინიშნოს, რომ შერჩეული მდინარეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ანთროპოგენული დატვირთვით, რის გამოც მათი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და კლასიფიკაცია ჩატარდა მათთვის დამახასიათებელი ინდიკატორების საფუძველზე. ამ მდინარეების ჰიდროქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი ჩატარდა მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად. წარმოდგენილი სამუშაო აქტუალურია იმითაც, რომ მომავალში, გარკვეული სტატისტიკური მონაცემების დაგროვების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ამ მდინარეების ჰიდროქიმიური მაჩვე-ნებლების ხელახალი გადაანგარიშება, რაც საშუალებას მოგვცემს თვალნათლივ შევაფასოთ მოცემუ-ლი მდინარეების წყლის ხარისხის ცვლილება განვლილ პერიოდში (უკეთესობისკენ ან პირიქით).

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება