Complex Study Of The Current State Of Glaciers In The Occupied Territory Of Georgia (Autonomous Republic Of Abkhazia) Using Satellite Remote Sensing

Main Article Content

გ.ი. კორძახია
ლ.დ. შენგელია
გ.ა. თვაური
გ.ნ. გულიაშვილი
ს.ტ. ბერიძე

ანოტაცია

წარმოდგენილია თანამგზავრული დისტანციური ზონდირების (თდზ) გამოყენებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მყინვარების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლის ზოგიერთი შედეგი. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მყინვარების შესწავლა თანამგზავრული მონაცემებით ძალიან მნიშვნელო-ვანია, რადგან თდზ არის ერთადერთი საშუალება ამ მყინვარების თანამედროვე მდგომარეობის შესას-წავლად. კვლევა კომპლექსურია, რადგან თდზ-ის მონაცემების გარდა გამოყენებულია საბჭოთა კავში-რის მყინვარების კატალოგის მონაცემები, ტოპოგრაფიული რუკები, ოკუპაციამდე (გასული საუკუნის 90-იან წლებამდე) დაგროვებული საექსპერტო ცოდნა. კვლევისათვის გამოყენებულია, მსოფლიოში აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკებთან ერთად, ავტორების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია, რო-მელიც ეფუძნება თდზ-ის მონაცემებთან ერთად მყინვარების ისტორიული მონაცემების, მიწისპირა დაკვირვებების არსებული ინფორმაციის და საექსპერტო ცოდნის გამოყენებას. სტატიაში პირველადაა წარმოდგენილი აფხაზეთის ავტომომიური რესპუბლიკის მყინვარული აუზების მყინვარების ფართო-ბების (გრადაციის მიხედვით) და რაოდენობის შესახებ მონაცემები კატალოგის (კატ.) − საწყისი, თდზ-ის 2015 წლის (თდზ1) − საშუალედო და 2020 წლის (თდზ 2) − საბოლოო, მიხედვით. ჩატარებულია ამ მონაცემების სტატისტიკური ანალიზი. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზეა გაკეთებულია დასკვნა, რომ განხილულ დროით პერიოდებში აფხაზეთის ყველა აუზის მყინვარები დნება, ამასთან მყინვარების დეგრადაცია (დეგრადაციის სიჩქარე) გაცილებით ინტენსიურია მეორე პერიოდ-ში, ვიდრე პირველში ანუ მყინვარების დნობას არაწრფივი ხასიათი აქვს.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება