ეკოტურიზმის და ტყის რეკრეაციისა შეფასების ასპექტები
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში აღნიშნულია, რომ ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ეკო-სისტემის შენარჩუნება მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი თაობების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; ტყის ესთეტიკა და რეკრეაციულ ფუნქცია ხელს უწყობს ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სექტორების განვითარებას. ტყის რეკრეაციის ღირებულება რიცხვებში სხვადასხვა გზით შეიძლება გამოისახოს. არსებობს რეკრეაციის ღირებულების დადგენის ორი ძირითადი გზა . სტატიაში ნათქვამია, რომ ეკოტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია ეროვნულ პარკებს, რომლის ძირითად მიზანს ეკოსისტემის დაცვასთან ერთად წარმოადგენს ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება.
ნაშრომში განხილულია ესთეტიკური შეფასება, რომლის დროსაც გამოიკვლევა ბუნებრივი ლან-დშაფტის ან მისი კომპონენტების ზემოქმედება ემოციურობაზე. საქმე ეხება ადამიანის ემოციურ რეაქ-ციას ამა თუ იმ ბუნებრივ კომპლექსზე, ნათქვამია,რომ მაღალი ესთეტიკური ღირებულების ტერიტო-რიები სარგებლობენ უფრო მეტი მოთხოვნით. სტატიაში აგრეთვე განხულულია ბუნებრივი რესურ-სების ესთეტიკური შეფასების სხვადასხვა მეთოდები.