მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და მისი განვითარების ლანდშაფტური საფუძველი

Main Article Content

ბ.ზ. ფაღავა
ც.ჯ. ქამადაძე
ხ.მ. ჭიჭილეიშვილი
ნ. ფალავანდიშვილი

ანოტაცია

მაღალ მთიანი აჭარა მდიდარია ტურისტული და რეკრეაციული ადგილებით, რე-სურსებით და კურორტებით, სადაც რელიეფის დიდი ამპლიტუდები არცთუ იშვიათად წლის გარკვე-ულ პერიოდში ხელსაყრელ პირობებს ქმნის ე.წ "კომფორტული კლიმატის" წარმოსაქმნელად. ტურის-ტულ-რეკრეაციული მეურნეობის განვითარებისათვის კლიმატის გარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ესთეტიკურად ლამაზი ლანდშაფტები და მისი მრავალფეროვნება, რომლებიც აქ მრავლა-დაა. მაღალმთიან აჭარაში მე-20 საუკუნის მიწურულისათვის არსებული მოქმედი კურორტებიდან აღ-სანიშნავია მხოლოდ ბეშუმი და ჩირუხი. ბოლო ათწლეულებში აქტიურად დაიწყო აჭარის ა.რ. სამ-თო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარება შუახევისა და ხულოს მუნიცი-პალიტეტებში და უკვე ფუნქციონირებს კურორტები: შუახევის მუნიციპალიტეტში კურორტი „გომარ-დული“ და კურორტი ღომის მთაზე, ხულოს მუნიციპალიტეტში: ქედლები და გოდერძი. თუმცაღა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სარეკრეაციო ადგილები გაცილებით მეტია, როგორიცაა მწვანე ტბე-ბის მიდამოები, თეთრობის და სარიჩაილის მთების ულამაზესი ადგილები, რომელიც მდიდარია რო-გორც ბუნებრივი, ასევე ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. აღნიშნულ ადგილებში სრულიად შესაძლებელია სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც საკმაო მოგებას მოუტანს ქვეყანას.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ტურიზმი და სულიერი სამყაროს ეკოლოგია