შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის ბაქტერიული დაბინძურების შესწავლის შედეგები 2013-2020 წწ.

Main Article Content

მარინე გვიანიძე
ნინო ლომთათიძე

ანოტაცია

შავი ზღვა აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი დაატვირთვისაა, როგორც სამ-რეწვლო ასევე, ტურისტული თვალსაზრისით. აჭარა ყოველ წლიურად მზარდი ტურისტული ვიზი-ტორებით გამოირჩევა და საზღვაო ტურიზმი განსაკუთრებით პოპულარულია. რასაკვირველია, ზღვის საბანაო ხარისხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამ მხრივ რეგიონში ბოლო ათწლეულების გან-მავლობაში მრავალი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა ქ. ბათუმის წყალარინების ქსელის მოწყო-ბა, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების აგება ბათუმში, ქობულეთსა და ჩაქვში. სანიაღვრე და წყალარინების ქსელების განცალკევებამ უზრუნველყო, რომ ზღვაში აღარ ჩაედინება ფეკალური წყლე-ბი და გაუმჯობესდა ზღვის ხარისხი. წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია შავი ზღვის აჭარის სანა-პიროს ზოლის ბაქტერიული კვლევის შედეგები 2013-2020 წლების განავლობაში, კვლევის შედეგები ნათელყოფს, რომ წლებთან ერთად ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია. ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება მატება კონცენტრაციების, მაგრამ შემდეგ წლებში ლოკალური დაბინძურება აღკვეთილი-ა. ზღვის წყალში ბაქტერიული ფონის გაუმჯობესება ქ. ბათუმში, ქობულეთსა და ბობოყვათში ძირი-თადად განპირობებულია საკანალიზაციო სისტემის მოწყობით და გამწმენდი ნაგებობების ფუნქციო-ნირებით, სადაც ჩამდინარე წყლები იწმინდება მექანიკურად და ბიოლოგიურად. რადგანაც აჭარა გა-მოირჩევა, როგორც საზღვაო საკურორტო ზონა, მნიშვნელოვანია ზღვის წყლის ხარისხის შენარჩუნება და უზრუნველყოფა.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
შავი ზღვის ეკოლოგია