შავი ზღვის ცირკულაციის შესწავლის ისტორია, ცირკულაციის თავისებურებები და მათი გავლენა ნავთობით დაბინძურების გავრცელებაზე

Main Article Content

ვ. კუხალაშვილი
დ. დემეტრაშვილი
დ. კვარაცხელია

ანოტაცია

წარმოდგენილია შავი ზღვის ცირკულაციის შესწავლის მოკლე ისტორია, ასევე, ზღვის ზოგადი ცირკულაციისა და რეგიონული ცირკულაციის დამახასიათებელი თავისებურებები შავი ზღვის საქართველოს სექტორში. განიხილება ცირკულაციური პროცესების გავლენა ზღვაში ჩაღ-ვრილი ნავთობის გავრცელებაზე. მათემატიკური მოდელირების მეთოდების გამოყენებამ მნიშვნე-ლოვანი წვლილი შეიტანა ზღვის ჰიდროლოგიური პროცესების კვლევაში. მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორში შემუშავებულია აუზის მასშტაბის შავი ზღვის დინამიკის მოდელი 5 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით და რეგიონული მო-დელი 1 კმ გარჩევისუნარიანობით შავი ზღვის საქართველოს სექტორისათვის, რომელთა საფუძველზე შესწავლილია ზღვის ცირკულაციის ზოგიერთი თავისებურებები.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
შავი ზღვის ეკოლოგია