ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირის მინერალური წყლის ზეგავლენა ვირთაგვას შინაგან ორგანოებზე

Main Article Content

ი. სიხარულიძე
მ. კორძაია
ც. სუმბაძე
ლ. მეტრეველი
გ. ფიჩხაია
ი. კირვალიძე

ანოტაცია

გამოვიკვლიეთ ვირთაგვას ორგანიზმზე 30 დღიანი პერორალური მიღებისას ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში არსებული ქლორიდ-სულფატური, ჰიდროკარბონატული, კაჟმჟავა მინერალური წყლის ზეგავლენა ვირთაგვას კუჭზე, ღვიძლსა და თირკმელის ჰისტოლოგიურ სტრუქტურაზე. სხეულის მასით 200 გ. საცდელი ჯგუფის 10 ვირთაგვა სტანდარტულ დიეტასთან ერთად 30 დღე ღებულობა მინერალურ წყალს, ხოლო 10 საკონტროლო ცხოველი ამავე დროის მონაკვეთში სვამდა ონკანის წყალს. შინაგანი ორგანოებიდან ამოკვეთილი ნაჭრების დაფიქსირება ხდებოდა 4% -იან ფორმალინის ხსნარში. მასალა შეიღება ჰემატოქსილინ ეოზინით. პრეპარატების აღწერა და მიკროფოტოების გადარება ჩატარდა შუქოპტიკურ მიკროსკოპში Ergeval MF.ვირთაგვების შინაგანი ორგანოების - ღვიძლის, კუჭისა და თიეკმლების ჰისტოლოგიური სტრუქტურის შესწავლამ გამოავლინა, რომ მაკროდა მიკროსტრუქტურა შენახულია, მათში პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ცვლილებები არ აღინიშნა ასევე ორგანოების სტრუქტურასა და ფუნქციაზე. ე.ი იგი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მინერალური წყალი.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ბიოსამედიცინო ეკოლოგია და ბუნების დაცვა
ავტორის ბიოგრაფიები

ი. სიხარულიძე, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტი

მ. კორძაია, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტი

ც. სუმბაძე, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტი

ლ. მეტრეველი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტი

გ. ფიჩხაია, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტი

ი. კირვალიძე, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტი