ომიკრონი ,,შემაშფოთებელი ვარიანტის სტატუსით’’ -(Voc) და 21-ე საუკუნის მსოფლიო

Main Article Content

ქეთევან უკლება
თეიმურაზ ადეიშვილი

ანოტაცია

როგორც ცნობილია,კორონავირუსის (Covid-19-ის) გამომწვევია SARS-COV-2, რომლის ახალ შტამსაც წარმოადგენს ,,ომიკრონი’’.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ომიკრონს ,,შემაშფოთებელი ვარიანტი’’-ის სტატუსი (Voc) მიანიჭა. ამ ტერმინს იყენებენ მაშინ,როცა ვირუსის გავრცელების სისწრაფე მაღალია,გაზრდილია დაავადების გამოწვევის ინტენსივობა და შტამს უარყოფითი გავლენა აქვს ვაქცინის ეფექტურობაზე.


ეპიდემიოლოგია: კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529 (,,ომიკრონი’’) პირველად, სამხრეთ აფრიკაში, 2021 წლის ნოემბრის თვეში აღებულ ნიმუშში გამოვლინდა.


,,ომიკრონი’’ ,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,დღესდღეობით ყველა ქვეყანაში არის დაფიქსირებული. მოიმატა დაინფიცირების მაჩვენებელმა სკოლის ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ბიოსამედიცინო ეკოლოგია და ბუნების დაცვა