მანდარინის გადამუშავების ნარჩენები და მისი გამოყენება

Main Article Content

მ. არძენაძე
დ. ჩიქოვანი
ა. კალანდია
ი. ქარცივაძე

ანოტაცია

ციტრუსები მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ხილია, მისი ნაყოფები შეიცავს ბევრ სასარგებლო საკვებ ნივთიერებას და ბიოაქტიურ ნაერთს. ამ ნაერთებს აქვთ ანტიმიკრობული, კიბოს საწინააღმდეგო, ანტიდიაბეტური, ანტითრომბოციტების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნაყოფების გადამუშავების დროს წარმოიქმნება დიდი რაოდენობის ნარჩენები, რაც გამოუყენებელი რჩება. ნარჩენებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღირებულება ბიოაქტიური ნაერთების დიდი შემცველობის გამო. ჩვენთან მისი გამოყენება და გადამუშავება არ ხდება, იყრება გარემოში და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბუნებრივ რესურსებს, იზრდება ეკოლოგიური რისკები. წინამდებარე ნაშრომში განხილულია უცხოელი მეცნიერების მიდგომები ამ მიმართებით, კერძოდ, განხორციელდეს ნარჩენების ვალორიზაცია. ჩვენს მიერ გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები მანდარინის ნარჩენების გამოყენების თაობაზე, შემოთავაზებულია ნარჩენების გადამუშავების უნარჩენო საფეხურებრივი ტექნოლოგია. განხორციელებული კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა მანდარინის წვენის წარმოების ნარჩენებიდან P ვიტამინური აქტივობის ფლავანოიდების მიღების სამრეწველო წარმოების ტექნოლოგიური და აპარატურულ-ტექნოლოგიური სქემები, P ვიტამინის მიღების ახალი ტექნოლოგია. მისმა რაოდენობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 4,50-4,80% (მშრალ მასაზე გადაანგარიშებით). მანდარინის ნარჩენისგან მიღებული P-ვიტამინური პრეპარატის ხარისხობრივი შეფასებისათვის დამუშავდა მისი გაწმენდის მეთოდი, ჰესპერედინის რაოდენობრივმა შემცველობამ 96%-ზე მეტი შეადგინა. ასევე შემუშავდა პექტინისა (15%-მდე) და უჯრედანას (65%-მდე) მიღების ტექნოლოგია (მონაცემები მშრალ მასაზეა გადაანგარიშებული).

გამოქვეყნებული: დეკ 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ლანდშაფტები და სასურსათო ეკოლოგია