აჭარის ზოგიერთი რეგიონული ეკოლოგიური პრობლემა და მათი გადაჭრის გზები
Main Article Content
ანოტაცია
აჭარა განეკუთვნება მთაგორიან, უკიდურესად მცირემიწიან რეგიონს და ამავე დროს რთული საინჟინრო გეოლოგიური პირობებით ხასიათდება. ტერიტორიის ათვისების ინტენსიური ტემპი არღვევს გეოლოგიური გარემოს ისედაც მყიფე წონასწორობას და იწვევს სტიქიურ გეოლოგიური პროცესების აქტიურ განვითარებას. ასეთ ტერიტორიებზე სტიქიის შემდგომ განახლებული ეკოსისტემების ბუნებრივი განახლება ხანგრძლივი და რთული პროცესია. მდ. სხალთის ხეობაში მშენებარე ჰესის ფონზე, დღეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, შესწავლილია ხეობის მიმდებარე ფერდობებზე განვითარებული ბუნებრივი და განახლებული ტყის ფიტოცენოზები. შესწავლილია ფლორის სისტემატიკური სტრუქტურა და ჩატარებულია ფიტოცენოლოგიური კვლევები. შეფასებულია ნიადაგის ნაყოფიერების დონე და ტოქსიკური ელემენტების გამოვლენის მიზნით, შესწავლილია ნიადაგის მულტიელემენტური შემადგენლობა.