ბიოსიმულატორის BactoFert-L Boden-ის ეფექტურობა დამლაშებაზე, როგორც აბიოტურ სტრესზე

Main Article Content

გუგული დუმბაძე
გიორგი გეგიძე
ნუნუ ჩაჩხიანი-ანასაშვილი
როზა ლორთქიფანიძე
ნაზი თურმანიძე

ანოტაცია

თანამედროვე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში ციტირებული პუბლიკაციების დიდი რაოდენობა ადასტურებს სხვადასხვა წარმოშობის ბიოსტიმულატორებისადმი მზარდ ინტერესს. ისინი განიხილება, როგორც ეფქტური გზა აგროსფეროს მდგრადი განვითარებისათვის. დადასტურებულია მათი ეფექტურობა მცენარეთა ზრდა-განვითარებაში, საკვები ნივთიერებების გაძლიერებულ შეთვისებაში, სხვადასხვა სტრესებისადმი გამძლეობასა და სხვა. ნაშრომში შესწავლილია ახალი ქართული ბიოსტიმულატორის BactoFert–L Boden-ის გავლენა კიტრის თესლნერგების ზრდა-განვითარებაზე, სხვადასხვა მარილით დამლაშებულ არეებზე. კვლევა ტარდებოდა მარილთა 0,2; 0,4; 0,6; 0,8; 1,0; 1,2; და 1,4% ხსნარებით დამლაშებისას, ლაბორატორიულ პირობებში. შესწავლილია ხსნარების ბიოლოგიური აქტივობა ГОСТ-54221-2010 მეთოდიკის მიხედვით. გამოვლენილია მარილთა 0,2; 0,4; 0,6; 0,8% კონცენტრაციის ხსნარებზე BactoFert–L Boden-ის დამატებისას თესლნერგების მცენარისა და ფესვთა მასის, ღეროს სიგრძის, ფოთლის ზედაპირის ფართობის მიხედვით სტიმულაცია. მარილთა მაღალი კონცენტრაციები (1,0; 1,2; 1,4) ძლიერ ტოქსიკურია კიტრის თესლნერგების განვითარებისათვის.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ლანდშაფტები და სასურსათო ეკოლოგია