ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიო პრეპარატების გამოყენება აჭარის წითელმიწა ნიადაგებზე ციტრუსების პლანტაციაში

Main Article Content

ნ.ი. კუტალაძე
ზ.რ. მიქელაძე
თ. გორგილაძე
თ.ზ. გოგოლიშვილი
ც.ვ. ბოლქვაძე

ანოტაცია

ჩვენი მუშაობის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ზოგიერთი ეკოლოგიურად სუფთ აბიოპრეპარატების (ინოსექტოფუნგიციდების) და მინერალური სასუქების გავლენა ციტრუსების ქეშ არსებული ნიადაგების აგროქიმიურ მაჩვენებლებზე. ამ მიზნით დავიწყეთ წინასწარი მოსინჯვითი სამუშაოები და შემდგომში სტაციონალური მინდვრის ცდის პირობებში ვაწარმოებდით ექსპერიმენტულ სამუშაოებს უკრაინული წარმოების ინსექტოფუნგიციდებზე‘’გაუფსინი“, ესპანური წარმოების სხვადასხვა პრეპარატებზე ,ბაქტოფერტზე, ბიტოქსიბაცილინზე, ბაქტოციდიCK. საცდელ ბაღში ბიოპრეპარატების გამოყენება ხდებოდა ცდის სქემის მიხედვით. აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი სასუქები შეგვქონდა რუსული წარმოების NPK სასუქის სახით, სადაც თითოეული საკვები ელემენტები 15%-ს შეადგენს. ასევე ცდის სქემის გათვალისწინებული სასუქი ბაქტოფერტი შეგვქონდა მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში სათანადო დაავადებების მავნებლების აქტიურ ფაზაში ყოფნისას.სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისში და დასასრულს საცდელი ვარიანტების მიხედვით ვიღებდით ნიადაგის ნიმუშებს 0- 20 სმ სიღრმეზე და ლაბორატორიულ პირობებში ვიკვლევდით აგროქიმიურ მაჩვენებლებს. დაკვირვება და ფართო საწარმოო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ციტრუსების პლანტაციებსა და ბაღებში მაღალი აგროტექნიკური ფონის შექმნა,კერძოდ, ეკოლოგიურად სუფთა სასუქების ჩართვა და აგრო წესებით შეტანა, კულტურების ჯიშობრივი შედგენილობის გაუმჯობესება, ნიადაგის რაციონალური გამოყენება და დაცვა, სუბტროპიკული კულტურების ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია. 

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ლანდშაფტები და სასურსათო ეკოლოგია