ზღვისპირა ტენიანი სუბტროპიკული ზონის წითელმიწა და ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების აგროეკოლოგიური თავისებურებები და ქიმიური შედგენილობა

Main Article Content

ლაშა მიქელაძე
ნინო ლომთათიძე

ანოტაცია

აჭარის ნიადაგური საფარი განსაკუთრებული ნაირგვარობით ხასიათდება. მისი ანალოგი თითქმის არ გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში. ზღვისპირა რაიონებში ფართოდ არის გავრცელებული ტიპიური წითელმიწები. იგი წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსი, ტუნგო, დაფნა და სხვა) განვითარების საუკეთესო გარემოს საფუძველს. სიმაღლის მიხედვით წითელმიწები გადადის ყვითელ-ყომრალ ნიადაგებში, შემდეგ კი ტყის ყომრალ ნიადაგებში, რომელიც შედარებით ფართოდაა გავრცელებული. ყომრალი ნიადაგები წიფლის ტყეების ქვეშ ხასიათდება ტიპიური თვისებებით. წიფნარ-მუქწიწვოვან და მუქწიწვოვან ტყეების ნიადაგებში შეიმჩნევა გაეწრების ნიშნები.


წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია ზღვისპირა ტენიანი სუბტროპიკული ზონის წითელმიწა და ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების აგროეკოლოგიური თავისებურებები და ქიმიური შედგენილობა. ციტრუსოვანთა კულტურების პლანტაციებიდან აღებულ ნიადაგში განსაზღვრული იქნა შემდეგი კომპონენტები: Ph სუსპენზიაში, გაცვლითი მჟავიანობა, მოძრავი ფოსფორი, გაცვლითი კალიუმი, შთანთქმული ფუძეების ჯამი, კალციუმი და მაგნიუმი, კარბონატობა, მარილიანობა, მექანიკური შემადგენლობა, ჰიდროლიზური აზოტი, ჰუმუსი.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ლანდშაფტები და სასურსათო ეკოლოგია