დასარევლიანების გავლენა პომიდორის დაავადებებზე და ნიადაგში მოძრავი ელემენტების(NPK) რაოდენობაზე
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში მოცემულია სარეველების მავნეობა კულტურული მცენარეების მიმართ, რაც ჩანს სარეველებსა და კულტურულ მცენარეებს შორის მიმდინარე კონკურენცით, რომელიც ძირითადად სიცოცხლისათვის აუცილებელი სამი ფაქტორით წყლით, სინათლით და საკვებით გამოიხატება. სარეველები ნიადაგიდან ბევრ ტენს მოიხმარენ, ვიდრე კულტურული მცენარეები. სარეველა მცენარეებს ნიადაგიდან დიდი რაოდენობით საკვები ელემენტები გამოაქვთ. სარეველა მცენარეები წარმოადგენენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების დროებით საკვებ საშუალებას, თავშესაფარს და რეზერვატორებსაც კი. ისინი ხელს უწყობენ კულტივირებული მცენარეების სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების გავრცელებას. ჩატარებული გამოკვლევებით ირკვევა, რომ დასარევლიანება ხელს უწყობს პომიდორის დაავადებების გავრცელებას და განვითარების სიძლიერეს რაც გავლენას ახდენს მცენარის მოსავალზე.