ქაოსის თეორია და მისი გამოყენება ეკოლოგიაში და სხვა მონათესავე მეცნიერებებში

Main Article Content

თეიმურაზ ადეიშვილი
ოთარ კვარაცხელია

ანოტაცია

ქაოსის თეორია წარმოადგენს მათემატიკურ აპარატს, რომელიც აღწერს ზოგიერთი არაწრფივი დინამიკური სისტემის ქცევას, რაც განსაზღვრულ პირობებში ექვემდებარება ისეთ მოვლენას, რასაც ქაოსს ვუწოდებთ. ასეთი სისტემის ქცევა გვეჩვენება შემთხვევითად, მაშინაც კი, თუ სისტემის აღმწერი მოდელი დეტერმინირებულია. ამ თეორიის ჩარჩოებში შესასწავლი მოვლენების განსაკუთრებული ხასიათის აქცენტირებისათვის გამოიყენება დინამიკური ქაოსის თეორიის ცნება და მისი ეკოლოგიაში გამოყენების მცდელობა.


ასეთი სისმტემების მაგალითებია ატმოსფერო, ტურბულენტური ნაკადები, გულის არითმიის ზოგიერთი სახე, ბიოლოგიური პოპულაციები, ეკოლოგიური სისტემები, საზოგადოება და მისი ქვესისტემები, ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და სხვა სისტემები. მათი შესწავლა ანალიზურ კვლევებთან ერთად ხდება მათემტიკური მოდელირებითა და წარმოადგენს ფიზიკისა და მათემატიკის დამაკავშირებელ ფაქტორს.

გამოქვეყნებული: Dec 4, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ფიზიკურ-ქიმიური და კოსმოსური ეკოლოგია
ავტორის ბიოგრაფიები

თეიმურაზ ადეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია

ოთარ კვარაცხელია

აკად. ევგენი ხარაძის სახ. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია