ქ. რუსთავის ატმოსფეროში PM10-ის გავრცელების რიცხვითი მოდელირება დასავლეთის ფონური ქარის დროს
Main Article Content
ანოტაცია
ექსპერიმენტული გაზომვებისა და მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით გამოკ-ვლეულია ქ.რუსთავის ატმოსფერულ ჰაერში გაბნეული მიკრონაწილაკ PM10-ის კონცენტრაციები. შეფასებულია ტრასებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის გავლენა ქალაქის ატმოსფეროს დაბინძურე-ბის დონეზე. მობილური აპარატის გამოყენებით ექსპერიმენტულად განსაზღვრულია ქალაქში და მის შემოგარენში ატმოსფეროში გაბნეული PM10-ის კონცენტრაციები. გამოვლენილია მაქსიმალუ-რი დაბინძურების უბნები. რიცხვითი მოდელირებით მიღებულია PM10–ის სივრცული განაწილე-ბის დღეღამური სურათი და გავრცელების თავისებურებები დასავლეთის ფონური ქარის დროს. ქარის სიჩქარისა და კონცენტრაციის ველების ანალიზით მიღებულია, რომ ინგრედიენტის არეების სივრცული განაწილება განისაზღვრება ფონური ქარის სიჩქარით და მიმართულებით, რელიეფის დინამიკური ზემოქმედებითა და ქვეფენილი ზედაპირის ტემპერატურის დღეღამური ცვლილებით ფორმირებული ლოკალური ცირკულაციური სისტემებით.