ევოლუციურად მდგრადი სტრატეგიების ურთიერთობები ევოლუციურ ეკოლოგიაში

Main Article Content

გ. ბელთაძე

ანოტაცია

განხილულია ევოლუციურ ეკოლოგიაში განსხვავებული ცოცხალი ორგანიზმების გა-დარჩენის და გამრავლების პრობლემა, თუ როგორი ურთიერთქმედებებით ახერხებენ ზოგიერთი ორგანიზმები გამრავლებას და შეგუებას გარემოსთან. ორგანიზმებს შორის ურთიერთქმედებები აღიწერება ევოლუციური თამაშების თეორიის გამოყენებით, რომელიც თამაშთა მათემატიკური თეორიის ახალი დარგია. აღმოჩნდა, რომ პოპულაციას ექვემდებარება ევოლუციურად მდგრადი სტრატეგია (სახეობა), რომელზეც პოპულაციაში ვერ გაიმარჯვებს ვერცერთი სხვა სტრატეგია (სა-ხეობა), რადგან მისი შემგუებლობა უფრო ნაკლებია მდგრად სტრატეგიასთან შედარებით.

საკვანძო სიტყვები:
ევოლუციური ეკოლოგია, ევოლუციური თამაშთა თეორია, სახეობები, პოპულაცია, ევოლუციურად მდგრადი სტრატეგიები
გამოქვეყნებული: Nov 30, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ფიზიკურ-ქიმიური და კოსმოსური ეკოლოგია