პალიასტომის ტბის ფსკერულ ნალექებში მძიმე მეტალების განაწილების რიცხვითი მოდელირება

Main Article Content

ა. გირგვლიანი
ა. ძნელაძე

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია პალიასტომის ტბის ფსკერულ ნალექებში მძიმე მეტალების განაწილების ორგანზომილებიანი რიცხვითი მოდელი. აღნიშნული მოდელი ჩართულია „ბრტყელი“ წყალსაცავების დინამიკური მახასიათებლების მოდელირებისათვის შემუშავებულ პროექტში და რეალიზებულია C++ ენაზე Visual Studio გარემოში. მოდელის აპრობაცია განხორციელებულია
სხვადასხვა მეტალებისათვის ჩატარებული რიცხვითი ექსპერიმენტებით. სტატიაში მოყვანილია სავარაუდო მოდელური ატმოსფერული ზემოქმედების პირობებში მეტალების შესაძლო გავრცე-ლების პროგნოზირების მიზნით ჩატარებული სიმულაციური ექსპერიმენტების შედეგები.

საკვანძო სიტყვები:
რიცხვითი მოდელირება, სუბსტანციის გადატანა-დიფუზიის განტოლებები, პალიასტომის ტბა, ფსკერული ნალექები, მძიმე მეტალები
გამოქვეყნებული: Nov 30, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ფიზიკურ-ქიმიური და კოსმოსური ეკოლოგია