ლანდშაფტის ეკოლოგია: თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები
Main Article Content
ანოტაცია
სტატაში განხილულია ქართული გეოგრაფიული სკოლის და ევროპელი მეცნიერე-ბის ხედვა (დამოკიდებულება) ლანდშაფტის ეკოლოგიასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების და პრობლემების კვლევაში. ქართველ გეოგრაფთა უმრავლესობის ლან-დშაფტი გეოგრაფიული კვლევის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია, თუმცა მისი არსი, სხვადასხვა მიდგომის სიმრავლის გამო, ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია. თუმცა ყველა თანხმდება იმაში, რომ ლანდშაფტის ეკოლოგიაში მთავარია მისი სტრუქტურის და ფუნციონირების, დინამიკის და ეთოლოგიის, პოტენციალის და მდგრადობის, თანამდეროვე მდგომარეობის და სხვა მახასიათებ-ლების შეფასება.
ევროპელი მეცნიერების აზრით, ლანდშაფტის ეკოლოგია მულტიდისციპლინარული ეკოლო-გიური მეცნიერებაა, რომელიც განიხილავს ლანდშაფტის სხვადასხვა კომპონენტებს შორის ურთი-ერთდამოკიდებულებას, იძლევა ინფორმაციას ეკოსისტემების დინამიკის, სახეობების გავრცელე-ბისა და მათი ეკოლოგიური ფუნქციების შესახებ. მათივე აზრით, ლანდშაფტის ეკოლოგია ასევე ეხება ეკოსისტემების სტრუქტურას, ფუნქციასა და დინამიკას, სწავლობს ლანდშაფტების ცვლი-ლებას სივრცესა და დროში, მასზე ადამიანის საქმიანობის გავლენას. ლანდშაფტის ეკოლოგიაში შე-მადგენელი კომპონენტებიდან განიხილება მცენარეულობა, წყალი და ამგვარი მიდგომა პრინციპუ-ლად განსხვავდება ქართული ლანდშაფტური სკოლის ძირითადი, კონცეპტუალური ხედვისგან.
ლანდშაფტის ეკოლოგიის სპეციალისტების ამოცანაა პრაქტიკულად განსაზღვრონ კრიტიკული და მაღალი საკონსერვაციო მნიშვნელობის ლანდშაფტები, ლანდშაფტების მართვის და ლანდშაფ-ტის მომსახურების (სერვისების), ლანდშაფტის დაგეგმარების სტრატეგია და ტაქტიკა.