მდინარე ენგურის მყინვარული აუზის დიდი მყინვარის შხარას დეგრადაციის კვლევა თანამგზავრული ინფორმაციის გამოყენებით
Main Article Content
ანოტაცია
წარმოდგენილია მაღალი გარჩევადობის თანამგზავრული დისტანციური ზონდი-რების (თდზ) გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ენგურის მყინვარული აუზის დიდი მყინვარის, შხარას დეგრადაციის კვლევის შედეგები. განხილულია მყინვარების კვლევისათ-ვის თანამგზავრ Landsat-ის მონაცემების გამოყენების შესაძლებლობები. კვლევის ეფექტურობისათ-ვის თდზ-ის 2010, 2015 და 2020 წლის მონაცემებთან ერთად, კომპლექსურად გამოყენებულია საექ-სპერტო ცოდნა და 60-იან წლების მასალებით შედგენილი საბჭოთა კავშირის მყინვარების კატალო-გის და ტოპოგრაფიული რუკების მასალები. მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის შედეგად შესწავლილია მდინარე ენგურის დიდი მყინვარის შხარას დეგრადაცია.
საკვანძო სიტყვები:
თანამგზავრული დისტანციური ზონდირება, კლიმატის ცვლილება, დიდი მყინვარის დეგრადაცია
გამოქვეყნებული:
Nov 30, 2023
Article Details
გამოცემა
სექცია
ლადშაფტის ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)