ზამთრის სეზონი აჭარაში და ცალკეული „მკაცრი ზამთრების“ განმეორებადობა გლობალური დათბობის ფონზე

Main Article Content

ნ. ფაღავა
ც. ქამადაძე
ხ. ჭიჭილეიშვილი
მ. ანანიძე

ანოტაცია

აჭარაში ზამთრის სეზონი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს ზღვისპირა და შიგა მთიან რაიონებში. აჭარის ზღვისპირა რაიონებში კალენდარული ზამთარი მართალია დეკემბერში იწყება, მაგრამ ეს თვე აჭარის ზღვისპირა რაიონებში შემოდგომის ნიშნებს ინარჩუნებს, რაც შავი ზღვის გავლენით აიხსნება. ზამთარი აქ უმეტესად თბილია და ხანმოკლე. დასავლეთ საქართვე-ლოში ზამთარში ყველაზე თბილა გონიოსა და ბათუმის მიდამოებში, სადაც უცივესი თვის საშუა-ლო ტემპერატურა 5º-ზე მეტია. შიგამთიან აჭარაში სიმაღლის მატებასთან ერთად ზღვის გავლენის შესუსტების გამო კლიმატი მკაცრდება. აჭარაში ზოგიერთ წლებში ზამთრის ამინდები გაზაფხულ-ზეც გრძელდება და ადგილი აქვს წაყინვებს და თოვას. ასე მაგალითად1945 წლის მაისში ადგილი ქონდა ძლიერ ყინვებს და ჰაერის ტემპერატურა დაეცა -90-მდე, 2003 წლის 17 აპრილს კი - ბათუმსა და მის მიდამოებში მოვიდა 20 სმ სიმაღლის თოვლი. აჭარაში უყინვო დღეთა რაოდენობა ყველა-ზე ნაკლებია ზღვის სანაპირო მხარეში. ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო კვლე-ვითი ინსტიტუტის მონაცემებით უყინვო დღეთა რაოდენობა ქედაში (250 მ.ზ.დ.) 257 დღეა, ხოლო ხულოში ( 923 მ.ზ.დ.) 207 დღეს შეადგენს.
გლობალური დათბობის ფონზე აჭარაში ყველაზე მკაცრი (ცივი) ზამთარი (ყინვიანი და უხ-ვთოვლიანი) მე-20 საუკუნეში რამდენჯერმე განმეორდა , როგორც ზღვისპირა, ისე მაღალმთიან აჭარაში დაფიქსირდა დაბალი ტემპერატურები (მინიმალური -12,80ბათუმში), ასევე უხვთოვლიანი (ბათუმში 1985 წელს 1,4 მ. , მაღალმთიან აჭარაში 6 მეტრის სისქის თოვლი). მათ შესწავლას უაღრე-სად დიდი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის (მეციტრუსეო-ბის, მეჩაიეობის) დარგების განვითარებისათვის.

საკვანძო სიტყვები:
ზამთარი, ჰავა, დათბობა
გამოქვეყნებული: Nov 30, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ლადშაფტის ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება