კლიმატის ცვლილების გავლენა იმერეთის მიწის რესურსებზე
Main Article Content
ანოტაცია
ნიადაგი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, რომელიც უზრუნველყოფს დედამიწაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემების არსებობას. ნიადაგური მრავალფეროვნებით საქარ-თველო უნიკალურ ქვეყანას წარმოადგენს. კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე ქვეყანასა და რეგიონში მომატებული ტემპერატურის ფონზე, იმატა უხვი და ექსტრემალურად უხვი (დღე-ღამე-ში ≥50მმ და ≥90მმ) ნალექების განმეორებადობამ, როგორც დაბლობ, ასევე შედარებით მაღალმთიან ზონაში. ამან კი ხელსაყრელი პირობები შექმნა ნიადაგების ეროზიისა და დეგრადაციისათვის.
მიწის რესურსის მგრძნობიარობა წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის მიმართ განისაზ-ღვრება ჯამური ეროზიის ინდექსით. მიმდინარე პერიოდისათვის საშუალოდ საქართველოსათვის აღნიშნული ინდექსი 3,19 უდრის, ხოლო იმერეთში 3,93.
კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის პროცესში იმერეთისათვის პრიორიტეტი მოკ-ლევადიან პერსპექტივაში, არის მიწების დეგრადაციის შემცირება-შეჩერება და შემდგომ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში დაკარგულ-ეროზირებული მიწების აღდგენა-რეაბილიტაცია.
კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე მიწის რესურსების ადაპტაციისა და მოწყვლადო-ბის შეფასება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის საფუძველზეც ხდება სხვადასხვა საადაპტაციო და პრევენციული ღონისძიებების დასახვა, აღნიშნულ რესურსზე კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შესასუსტებლად.