ცირკულარული მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობები, გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
ცირკულარული მწვანე ეკონომიკა ქვეყნის და საერთოდ ტრადიციული ეკონომი-კის მდგრადი და ეფექტური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც თამამად შეგ-ვიძლია განვიხილოთ, როგორც ეკონომიკური განვითარების, გარემოს სტრატეგიული დაცვის, მო-სახლეობის დაცვისა და სოციალურ უზრუნველყოფის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ტრადიციული ეკონომიკის მწვანე ცირკულარულ ეკონომიკად ტრანსფორმაციის პროცესი, მიუხე-დავად სასიცოცხლო და კრიტიკული აუცილებლობისა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ყველა პერიოდში და დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, საქართველო გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსის (GGEI) მიხედვით, დღეისათვის 44-ე ადგილს იკავებს 130 ქვეყანას შორის მწვანე ეკონომიკის განვითარე-ბის კუთხით, რაც თავის მხრივ არის ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული დიდი წარმატე-ბული ნაბიჯი განახლებადი და გადამუშავებადი რესურსების წარმოების მიმართულებით. მაგრამ, როგორც ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმა, ტრადიციული ეკონომიკის მწვანე ცირკუ-ლარულ ეკონომიკად ტრანსფორმაციის პროცესი დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსს მოი-თხოვს უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მხრიდან და არ არის თანმდევი პრობლემებისგან და გა-მოწვევებისაგან დაცული მისი განვითარებისა და რეგულირების სხვადასხვა ეტაპზე.
ნაშრომში გაანალიზებულია საყოველთაო მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბების, განვითარების, მართვის და რეგულირების ეტაპები და გამოწვევები საქართველოში.