მანგანუმის მოპოვების ეკოლოგიური და ეკონომიკური ასპექტები სოფელ წირქვალის მაგალითზე
Main Article Content
ანოტაცია
ჩვენი საკვლევი ობიექტი სოფ. წირქვალი ჭიათურის მუნიციპალიტეტში სეისმურად აქტი-ურ 8 ბალიან ზონაში ზ.დ. 500-750 მ-ზე მდებარეობს. გარდა სეისმური საფრთხისა, საკვლევი ტერი-ტორიისათვის აქტუალურია საშიში გეოდინამიური და ანთროპოგენური პროცესები: მეწყრები, დახრამვა, ეროზია, ღვარცოფი, დატბორვა, კარსტული მოვლენები და სამთო გამონამუშევრებით განპირობებული ჩაქცევები.
სოფელ წირქვალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის მანგანუმის შემცველი შრის გამოსავა-ლი. მადანი დაბალი ხრისხისაა და მასში მანგანუმის შემცველობა 45%-მდეა. მინერალში შეიმჩნევა ქარსის და კვარცის ჩანართები და ძლიერ გამოფიტულია, რაც მადნის ხარისხს კიდევ უფრო აუა-რესებს.
მანგანუმის მადნის მოპოვების შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა დიდი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დადგება: მოპოვება გამოიწვევს ბუნებრივ ტერიტორიული კომპლექსების ყველა კომპონენტის სახეცვლილებას და დეგრადირებას.
სოფლის მომავალი განვითარებისათვის უფრო პრიორიტეტულად მიგვაჩნია არა მოპოვებითი დარგის განვითარება, არამედ ტურიზმი. აქ შესაძლებელია ტურიზმის ისეთი სახეობების გან-ვითარება როგორიცაა - აგრო, სპელეო და სათავგადასავლო ტურიზმი. ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, გაუმჯობესდება ადგი-ლობრივთა ეკონომიკური მდგომარეობა და რაც მთავარია, შემცირდება მიგრაციული პროცესები.