კურორტ ბეშუმის ტურისტთა გამტარობის პოტენციალი და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები
Main Article Content
ანოტაცია
მსოფლიოს მასშტაბით მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური დონის ასამაღლებლად არსებითი მნიშვნელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას გააჩ-ნია. გამომდინარე აქედან, საქართველოს მთიანეთის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიმართუ-ლებას ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ათვისება წარმოადგენს, მაგრამ მის გამოყენებასთან დაკავშირებულია რიგი პრობლემები. ამ მიმართებით, შესწავლილია კურორტ ბეშუმის ტურისტთა გამტარობის პოტენციალი და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები. დადგენილია კურორტზე ტურისტთა დინამიკის თავისებურებები სეზონის განმავლობაში და მისი შესაბამისობა არსებულ ინფრასტრუქტურასთან. გარკვეულია ბუნებათსარგებლობასთან დაკავშირებული ეკო-ლოგიური პრობლემები და დასახულია კურორტის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ჩატა-რებულ კვლევას მთიანი აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში ექნება, როგორც შემეცნებითი, ისე გამოყენებითი მნიშვნელობა.