აჭარაში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ფლორის ანალიზი, ადგილობრივი და უცხო წარმოშობის მცენარეები
Main Article Content
ანოტაცია
აჭარის ფლორისტული რაიონი გამოირჩევა ჰაბიტატების თავისებური მრავალ-ფეროვნებითა და სპეციფიურობით. ერთ-ერთ ასეთ მრავალფეროვან ეკოტოპების ერთობლიობას წარმოადგენს რკინიგზა. რკინიგზაზე განსხვავებული ცენოზები ყალიბდება მათთვის დამახასია-თებელი სახეობრივი შემადგენლობით, რომელშიც დიდი ადგილი უჭირავს უცხო წარმოშობის მცე-ნარეებს. საქართველოს რკინიგზის ისტორია იწყება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. XIX ს-ის ბო-ლოს ბათუმი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისი-ფოთის ცენტრალურ ხაზს. ამ ხნის განმავლობა-ში ნებით თუ უნებლიეთ არაერთი სახეობა გავრცელდა და დამკვიდრდა.
ნაშრომში წარმოდგენილია აჭარაში რკინიგზის არეალში 2015-2022 წლებში ჩატარებული ფლორისტული კვლევის მასალები. სულ ფიქსირებულია 217 სახეობის მცენარე, მათგან 70% ზე მე-ტი უცხო წარმოშობისაა, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ადაპტაციისა და გავრცელების უნარით და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ მეორად ცენოზებსა და აგროლანდშაფტებზე. იწვევენ ეკონომი-კურ, ეკოლოგიურ და ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს და ყალიბდებიან ინვაზიურ სახეო-ბებად. საბოლოოდ კი იწვევენ ჰაბიტატების დეგრადაციას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას.