ვიბრაციული სტრესის გავლენა სასქესო ჰორმონებზე და მისი კორექცია თხევადი ჟანგბადით
Main Article Content
ანოტაცია
ვიბრაციულ დაავადებას განსაკუთრებული ადგილი უკავია პროფესიულ დაავადება-თა შორის მისი კლინიკური მიმდინარეობით და სიმპტომების მრავალფეროვნებით. ამ მხრივ საყუ-რადღებოა ვიბრაციული სტრესის უარყოფითი ზემოქმედება ორგანიზმის სასქესო ჰორმონებზე და მათ რეგულაციაზე. ამ მიზნით შევისწავლეთ ვიბრაციული დაავადების მოდელის გავლენა მამრი ვირთაგვების რეპროდუქციულ ფუნქციაზე და გამოვლენილი დარღვევების კორექცია თხევადი ჟანგბადით. სისხლის პლაზმაში იმუნოფერმენტული მიკროანალიზის მეთოდით გამოვიკვლიეთ -გონადოტროპული (ფოლიკულომასტიმულირებელი FSH და მალუთეინიზირებელი LH) ჰორმონე-ბი და სასქესო სტეროიდები (ტესტოსტერონი T და ესტრადიოლი E2). გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ვიბრაციული სტრესი იწვევს ენდოკრინულ დარღვევებს სასქესო ჰორმონების სეკრეციაზე, ხოლო ჟანგბადით კორექცია დადებით გავლენას ახდენს მათ რეგულაციაზე.