სტომატოლოგიურ გართულებათა კავშირი ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკოლოგიურ მდგომარეობასთან

Main Article Content

თ. ადეიშვილი
ხ. დავარაშვილი
თ. ჟვიტიაშვილი

ანოტაცია

ქვეყნის სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო გასუ-ლი საუკუნის 90-იან წლებში მოსახლეობის საერთო და კერძოდ პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. 90-იან წლებამდე ჯანმთელობის სერვისი უფასო იყო და პრე-ვენციული პროგრამები სკოლებსა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში მოიცავდა პროფილაქტიკურ შემოწმებებს და საჭიროების შემთხვევაში უფასო სამედიცინო მომსახურებას. ქვეყანაში ცხოვრების პირობებისა და ეკომდგომარეობის გაუარესებამ სტომატოლოგიური გართულებები გამოიწვია, რა-მაც ახალი პრობლემები წარმოშვა მოსახლეობის სტომატოლოგიური სერვისის თვალსაზრისით, რომელთა ნაკვალევი დღესაც მწვავედ ჩანს და გადაჭრას მოითხოვს.

საკვანძო სიტყვები:
კარიესი, კლიმატი, ფლორა, ფაუნა, პოპულაცია, პაროდონტი, რელიეფი, ეპიდემოლოგია
გამოქვეყნებული: Nov 30, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ბიომრავალფეროვნება და ბიოსამედიცინო ეკოლოგია